"ოპოზიციიდან ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ "ლუზერის" ფსიქოლოგია", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
პატიმარი ექსპრეზიდენტი კრიტიკის საპასუხოდ ამბობს, რომ ყველამ ეგოზე მაღლა ქვეყნის ინტერესები უნდა დააყენოს.
"სამწუხაროდ, იმ ხალხს, მათ შორის ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ "ლუზერის" ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება. ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, უფრო მეტად ჩემს ოპოზიციად გადაიქცა და ეს სასაცილოა, მაგრამ მე არ მეცინება. დრო გავა, ეგოები ჩაგიცხრებათ, ბევრი წავა, მაგრამ ბევრად მეტიც მოვა, მერე გარჩევები და ხელის ქნევები ძალიან გვიანი იქნება", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.