სამართლისა და პოლიტიკის ძლიერი სიჯანსაღით საქართველოს ხელისუფლება გლობალურად 26-ე პოზიციაზეა, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და მაღალ-საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს შორის მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. მონაცემებს ჩენდლერის ინსტიტუტი 2026 წლის კარგი მთავრობის ანგარიშის ფარგლებში აქვეყნებს. სამართლისა და პოლიტიკის ძლიერი სიჯანსაღით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 18 სახელმწიფოს. ინდექსი ფასდება 5 კრიტერიუმით: კანონის უზენაესობა; სასამართლო სისტემის ხარისხი; მმართველობის გამჭვირვალობა და მმართველობითი რეგულაციები.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას განცხადებით, ჩენდლერის ინსტიტუტმა, მნიშვნელოვანი კვლევა გამოაქვეყნა.
მისივე თქმით, საქართველო გააძლიერებს და გააგრძელებს როგორც ეკონომიკურ ზრდას, ისე კეთილსინდისიერი მმართველობის პრაქტიკას:
"მნიშვნელოვანი კვლევა გამოაქვეყნა ჩენდლერის ინსტიტუტმა, რომელიც ეფუძნება ძლიერ საერთაშორისო კვლევებს, კვლევებს, რომლებიც უშუალოდ გამჭვირვალობას, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასა და ხარისხს ეხება. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ძლიერი კვლევის საფუძველზე და ბევრი საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციის ფუნდამენტური, ძლიერი კვლევის საფუძველზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მიდის წინ და პროგრესირებს კანონის სიჯანსაღით და ბრუნებია, საქართველო გააძლიერებს და გააგრძელებს როგორც ეკონომიკურ ზრდას, ისე კეთილსინდისიერი მმართველობის პრაქტიკას,"- აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა.