12 ივნისი 2026,   18:57
ვრცლად
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სტაჟირების მორიგი პროგრამა დაასრულა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სტაჟირების მორიგი პროგრამა დაასრულა. ექვსთვიანი სასწავლო კურსი, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს მოიცავდა, 12-მა სტაჟიორმა წარმატებით გაიარა და ოპერატიული და საგამოძიებო მიმართულების შესაბამის თანამდებობებზე დაინიშნა.

პროგრამის სამთვიანი თეორიული სწავლების ეტაპი ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ჩატარდა, შემდეგ კი სტაჟიორებმა პრაქტიკული ნაწილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისისა და რეგიონულ დანაყოფებში გაიარეს. სტაჟირების პერიოდში მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, გასცნობოდნენ საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის სპეციფიკას და დაუფლებოდნენ პროფესიულ უნარ-ჩვევებს.

დღის ამბები