12 ივნისი 2026,   18:56
ვრცლად
ისრაელი მოითხოვს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ირანული აქტივების განთავისუფლება არ მოხდეს - CNN

ისრაელი ზეწოლას ახდენს აშშ-ზე, რათა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, ირანული აქტივების გათავისუფლება თავიდან აიცილოს - ამის შესახებ CNN-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ რეგულარულად ესაუბრებოდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ორი ქვეყნის ლიდერს შორის კომუნიკაცია შედგა მას შემდეგაც, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელი ახლო აღმოსავლეთის იმ რამდენიმე ქვეყანას შორის იყო, ვინც შეთანხმებას მხარი დაუჭირა.

ნეთანიაჰუმ მოგვიანებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ტრამპმა საბოლოო შეთანხმების ფარგლებში აიღო ვალდებულება, ირანიდან გამდიდრებული ურანი გაეტანა, მისი ბირთვული პროგრამა დაეშალა, სარაკეტო შესაძლებლობები შეეზღუდა და მარიონეტული ძალების მხარდაჭერა შეეწყვიტა.

ამასთან, მედია განმარტავს, რომ ტრამპმა საჯარო კომენტარები გამდიდრებულ ურანზე გაამახვილა ყურადღება. თუმცა, რამდენიმე კვირაა რაკეტები ან მარიონეტული ძალები არ უხსენებია.

CNN-ი აქამდე ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ტრამპის განცხადება ირანთან გარდაუვალი შეთანხმების შესახებ მოულოდნელი იყო ნეთანიაჰუსთვის, რომელიც იმ დროს, ირანის საკითხზე, უსაფრთხოების მაღალჩინოსნებთან შეხვედრას მართავდა.

"სანამ მე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

 

 

დღის ამბები