12 ივნისი 2026,   19:09
ვრცლად
მხოლოდ მაშინ არიან მომძლავრებული, როდესაც სხვების დავალებას ასრულებენ - შალვა პაპუაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" დაანონსებულ ცვლილებებზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" დაანონსებულ ცვლილებებს ეხმაურება, რომლის შესახებაც ციხეში მყოფმა ექსპრეზიდენტმა მორიგი სტატუსი დაწერა.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, "ნაციონალების" იდეოლოგიას ერთადერთი დანიშნულება აქვს და ერთადერთ შემთხვევაში არის ძლიერი, როდესაც როდესაც სხვების დავალებას ასრულებენ. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" განახლება და ყველაზე ურნაცების დამატება დაიწყეს თავის პარტიაში თუ უკან დაბრუნება, ეს თავისთავად, აჩვენებს, რომ არ არის საშველი. ეს პარტიას არ ეხება მხოლოდ, ამ იდეოლოგიას ერთადერთი დანიშნულება აქვს და ერთადერთ შემთხვევაში არის ძლიერი ამ იდეოლოგიის მიმდევარი ადამიანები, "ნაცმოძრაობა" იქნება ეს, "ახალი" იქნება თუ სხვა ადამიანები, ვინც ნაცურ იდეოლოგიაზე დგას. მხოლოდ მაშინ არიან მომძლავრებული, როდესაც სხვების დავალებას ასრულებენ ხოლმე, მაშინ არიან შინაგანად ბედნიერი, ასხივებენ ამ ბედნიერებას-ხოლმე, როდესაც სხვების დავალებას ასრულებენ, ტაშს დაუკრავენ და ეს არის მათი მთავარი კმაყოფილება, რასაც ისინი იღებენ საკუთარი ქცევიდან", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები