აშშ-ის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. CNN-ის ინფორმაციით, რომელიც ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ვრცელდება, ისლამური რესპუბლიკის მხრიდან დოკუმენტს ხელი ირანის პარლამენტის სპიკერმა მოაწერა. Axios-ი აზუსტებს, რომ ხელმოწერა „ელექტრონული ფორმატით“ შედგა.
დოკუმენტის ოფიციალური საზეიმო ცერემონია 19 ივნისს, ჟენევაში გაიმართება. საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მიიღებს.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის დასრულების შემდეგ, ძალისხმევას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებისკენ მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ ინფორმაცია 15 ივნისის ღამით გახდა ცნობილი. მემორანდუმი, რომლის დეტალები ჯერჯერობით ბოლომდე გასაჯაროებული არ არის, ცეცხლის 60-დღიან შეწყვეტასა და ჰორმუზის სრუტის საზღვაო მიმოსვლისთვის გახსნას ითვალისწინებს.