18 ივნისი 2026,   09:58
ვრცლად
მსოფლიო ჩემპიონატზე განამ პანამა 1:0 დაამარცხა

მორიგი შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონატზე L ჯგუფში შედგა - ერთმანეთს განისა და პანამის ნაკრებები შეხვდნენ.

მატჩი განის სასარგებლოდ მინიმალური ანგარიშით, 1:0 დასრულდა.

თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში პანამელები უფრო აქტიურობდნენ, თუმცა ერთადერთი გოლის გატანა, მატჩის მიწურულს, მხოლოდ აფრიკელებმა შეძლეს.

დღის ამბები