ვინ იქნებიან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატები - ანი წითლიძე არ გამორიცხავს, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა დააყენოს. ამის პარალელურად, ექსპრეზიდენტის ფავორიტ კანდიდატს - ნანუკა ჟორჟოლიანს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ის საკუთარ პოზიციას თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით სავარაუდოდ, თვის ბოლოს დააფიქსირებს.
"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი. ნიკა გვარამია ამბობს, რომ "ნაციონალები" ერთმანეთს სატელევიზიო ეთერებითა და სტატუსებით ელაპარაკებიან.
"მეგობრებო, არავის გვაინტერესებთ. 6-ნი ხართ და 7 დაჯგუფება გაქვთ. რაში გჭირდებათ დამატებითი ჩარევა ჩამოსაშლელად ან ამომრჩევლის წასართმევად?" - წერს გვარამია.