თბილისში საჯარო სერვისების გაეროს ფორუმი იწყება. ღონისძიების სტუმრები უკვე თბილისში იმყოფებიან. ფორუმის მონაწილეები იმსჯელებენ ციფრული ტრანსფორმაციის, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენების, მონაცემთა დაცვის, ინკლუზიური მმართველობის, კორუფციასთან ბრძოლის, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებისა და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხებზე.
ფორუმი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
"ფორუმი გაიხსნება იუსტიციის მინისტრის და გაეროს გენერალური მდივნის სიტყვებით და მთავარი მომხსენებელი იქნება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. 3 დღიანი ღონისძიება გაგრძელდება ინტენსიურ რეჟიმში, როგორც პლენარული სესიების სახით, ასევე სამუშაო ჯგუფებში. მონაწილეობას აქტიურად მიიღებენ როგორც გადაწყვეტილების მიმღები პირები, პოლიტიკოსები, მაღალი თანამდებობის პირები, ასევე დარგის ექსპერტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ჩვენ გვექნება სრული შესაძლებლობა, საუკეთესო პრაქტიკა ერთმანეთს გაუზიარონ. 100-ზე მეტი სახელმწიფო არის დღეს თბილისში ჩამოსული ყველა კონტინენტიდან, მთელი მსოფლიოდან", - აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი.