26 ივნისი 2026,   22:49
ვრცლად
განათლების რეფორმა ან არ წაუკითხავთ, ან წაიკითხეს და ვერ გაიგეს, არც დღეს მოუსმენიათ როგორც ჩანს - გიორგი ჩაკვეტაძე ოპოზიციას

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, გახარიას გუნდის წევრებს, განათლების რეფორმა ან არ წაუკითხავთ, ან წაიკითხეს და ვერ გაიგეს და როგორც ჩანს, არც დღეს მოუსმენიათ.

მისი თქმით, განათლების რეფორმა ემსახურება ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ზრდას.

"განათლების რეფორმა ან არ წაუკითხავთ, ან წაიკითხეს და ვერ გაიგეს, არც დღეს მოუსმენიათ როგორც ჩანს. განათლება არის რიგით მესამე პრიორიტეტი, როგორც შინაარსობრივი, ისე ბიუჯეტის თვალსაზრისით. როგორც ზოგად, ისე უმაღლესი განათლების. რეფორმა ემსახურება ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ზრდას. კვლევები - პოლიციის აკადემიის სტუდენტებს არ სჭირდებოდა კვლევები? უნივერსიტეტი რომ დაუხურა გიორგი გახარიამ, სწორედ ჩვენ დავუბრუნეთ ამ აკადემიას უნივერსიტეტის სტატუსი", - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

დღის ამბები