20 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
სახელმწიფო სამსახურების თანამშრომლებმა პირველი საახალწლო მილოცვა სამინისტროების პირველი პირებისგან მიიღეს

ქალაქის მასშტაბით საპატრულო ეკიპაჟებმა ახალი წლის ღამეს რამდენიმე ავტომობილი ერთდროულად გააჩერეს. მართვის მოწმობის შემოწმების ნაცვლად მძღოლებს პატრულისგან სიურპრიზი ერგოთ. საპატრულო ეკიპაჟებმა მათ სამინისტროს მილოცვები და ტკბილეული გადასცეს. საპატრულო პოლიციის საახალწლო საჩუქრების აქცია დღესასწაულის დღეებშიც გაგრძელდება.

საპატრულო ეკიპაჟების გარდა სრული დატვირთვით მუშაობდნენ სასწრაფო დახმარების , დასუფთავების სამსახურების და მეტროს თანამშრომლები. მათ ახალი წელი თბილისის მერმა მიულოცა. მანამდე კი დავით ნარმანია გალა კონცერტს დაესწრო, რომელიც თავისუფლების მოედანზე გაიმართა.

წელს განსაკუთრებული სტუმარი ყავდათ ჰიდრომეტეოროლოგიის თანამშრომლებს. სინოპტიკოსებთან ახალი წლის დადგომა გიგლა აგულაშვილმა იზეიმა.

ელექტროსისტემის სადისპეტჩეროს თანამშრომლებს ახალი წელი ენერგეტიკის მინისტრმა მიულოცა. კახი კალაძემ ელექტროსისტემის გამართული მუშაობისთვის მათ მადლობა გადაუხადა.

 

ავტორი: ნატა მახვილაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები