08 ოქტომბერი 2024,   10:48
ვრცლად
თავდასხმა თელავივში - სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა

თავდასხმა თელავივში. შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი ქალაქის ცენტრში, ერთერთ ბარში გახსნა. სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა, 4 მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გამოძიება ტერორისტული თავდასხმის ვერსიასაც არ გამორიცხავს.

დამნაშავემ შემთვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო და სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.

დღის ამბები