08 ოქტომბერი 2024,   10:40
ვრცლად
მიუნხენში გარდაუვალი საფრთხის ნიშნები არ არის - გერმანელი სამართალდამცველები

გერმანელი სამართალდამცველები აცხადებენ, რომ მიუნხენში გარდაუვალი საფრთხის ნიშნები არ არის.

საფრანგეთის სპეცსამსახურების მიერ მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გერმანიის ქალაქში ახალი წლის ღამეს განგაში გამოცხადდა და რკინიგზის ორი სადგური დაიხურა.

გავრცელებული ცნობით, ტერაქტს ისლამური სახელმწიფოს თვითმკვლელი ტერორისტები გეგმავდნენ.

პოლიციას რამდენიმე ეჭვმიტანილიც ჰყავს, რომლებიც ერაყისა და სირიის მოქალაქეები არიან, თუმცა გამოძიებისთვის შესაძლო თავდასხმის ადგილი და დრო უცნობია.

დღის ამბები