30 ივნისი 2026,   14:05
ვრცლად
ComCom-მა მარტვილში ინტერნეტის მიზნობრივ და უსაფრთხო გამოყენებაში მეწარმეები გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ "ციფრული მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მარტვილში მეწარმეები გადაამზადა. ტრენინგი, რომელიც მარტვილის მერიაში ჩატარდა, თემას "ინტერნეტის მიზნობრივი და უსაფრთხო გამოყენება" მიეძღვნა. 

ადგილობრივმა მეწარმეებმა დეტალურად მიიღეს ინფორმაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც საკუთარი  საქმიანობისთვის ეფექტიანად გამოიყენებენ. მათ შორის, პროგრამის ბენეფიციარები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, Google-ის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა. 

შეგახსენებთ, რომ "ციფრული მხარდაჭერის პროგრამა", რომელსაც კომუნიკაციების კომისია 2022 წლიდან ახორციელებს, მიზნად სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ინტერნეტის მიზნობრივი და უსაფრთხო გამოყენების სწავლებას ისახავს. პროგრამაში მონაწილეობა სამიზნე დასახლებებში მცხოვრებ ნებისმიერ პირს, 14 წელს ზემოთ ასაკიდან, უფასოდ შეუძლია. კომუნიკაციების კომისია 20 მუნიციპალიტეტის სამიზნე 300-ზე მეტი სოფლიდან და დასახლებული პუნქტიდან უკვე 14,000-ზე მეტი ბენეფიციარი გადაამზადა. ამ ეტაპზე პროგრამა პარალელურ რეჟიმში სამ მუნიციპალიტეტში: მარტვილში, ჭიათურასა და გორში მიმდინარეობს.

ერთად განვიხილეთ ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის, რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისა და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები."-წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსეელში

დღის ამბები