08 ოქტომბერი 2024,   10:37
ვრცლად
საუდის არაბეთში შიიტი კლერიკის სიკვდილით დასჯამ ახლო აღმოსავლეთში საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია

საუდის არაბეთში გავლენიანი შიიტი კლერიკის სიკვდილით დასჯამ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. უკმაყოფილო დემონსტრანტებმა თეირანში, საუდის არაბეთის საელჩო დაარბიეს და შენობას ცეცხლი წაუკიდეს.

ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებული შეიხ ნიმრ ალ ნიმრი გუშინ, 46 მსჯავრდებულთან ერთად დასაჯეს სიკვდილით. მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

დასავლეთში შიშობენ, რომ მასობრივი სიკვდილით დასჯა რეგიონში რელიგიურ ნიადაგზე არსებულ დაპირისპირებას კიდევ უფრო გაამწვავებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები