08 ოქტომბერი 2024,   10:36
ვრცლად
დონალდ ტრამპი დაჯგუფება ”ისლამური სახელმწიფოს” შექმნაში ჰილარი კლინტონსა და ბარაკ ობამას ადანაშაულებს

დონალდ ტრამპი დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს შექმნაში ჰილარი კლინტონსა და ბარაკ ობამას ადანაშაულებს. განცხადება ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა მისისიპის შტატში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს გააკეთა.

მილიარდერი ბიზნესმენის თქმით, სწორედ მოქმედი პრეზიდენტი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი არიან პასუხისმგებელი ისლამური სახელმწიფოს ფორმირებაზე და საკუთარი ქმედებების გამო ახლა ჰილარი კლინტონი ციხეში უნდა იჯდეს.

დონალდ ტრამპი და ჰილარი კლინტონი შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე ერთმანეთის მთავარი კონკურენტები არიან. არჩევნები ქვეყანაში 2016 წლის 8 ნოემბერს ჩატარდება.

დღის ამბები