08 ოქტომბერი 2024,   10:38
ვრცლად
ისრაელი არაბულ რეგიონებში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს

ისრაელის არაბულ რეგიონებში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ. მიზეზი ორი დღის წინ თელავივში მომხდარი თავდასხმა გახდა, როდესაც შეიარაღებულმა მამაკაცმა ბარში ორი ადამიანი მოკლა, 7 კი დაჭრა.

სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ 29 წლის ეჭვმიტანილს, რომელმაც იარაღი მამას მოპარა. თავდასხმის მოტივი ჯერ–ჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილი ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირადად მოინახულა.

დღის ამბები