08 ოქტომბერი 2024,   10:36
ვრცლად
ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ქალაქ რამადიზე კონტრშეტევებს განაგრძობენ

ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ქალაქ რამადიზე კონტრშეტევებს განაგრძობენ. შეტაკებები ძირითადად ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან მოშორებით, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რაიონებთან მიმდინარეობს.

გავრცელებული ცნობით, ამ დროისთვის ერაყის სამთავრობო ძალებმა ყველა შეტევის მოგერიება შეძლეს. სამხედროებმა რამადიზე კონტროლი ერთი კვირის წინ აღადგინეს, მათ 50-ზე მეტი ოჯახიც გაათავისუფლეს, რომლებსაც საბრძოლო მოქმედებების დროს რადიკალი ისლამისტები ცოცხალ ფარად იყენებდნენ.

დღის ამბები