2014 წელთან შედარებით საქართველოში ტურისტების რაოდენობა 7 პროცენტით გაიზარდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ვიზიტორთა რაოდენობამ 2015 წელს თითქმის 6 მილიონს მიაღწია. გიორგი ჩოგოვაძემ გასული წელი შეაჯამა და განაცხადა, რომ ტურისტების რაოდენობა 400 ათასით არის გაზრდილი.