08 ოქტომბერი 2024,   10:50
ვრცლად
მიწისძვრა ინდოეთში - არის მსხვერპლი

ინდოეთში 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, მიანმარისა და ბანგლადეშის საზღვართან დაფიქსირდა.

არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას სულ მცირე 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ბანგლადეშში კი 3 ადამიანი დაიღუპა. 

არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს, რადგან ხალხი ამ დრომდე ნანგრევებშია მოყოლილი.

დაზიანდა შენობა-ნაგებობები. დაზარალებულ რეგიონებს არ მიეწოდება ელექტროენერგია.  

 



დღის ამბები