08 ოქტომბერი 2024,   10:39
ვრცლად
საუდის არაბეთი ირანელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 48 საათს აძლევს

საუდის არაბეთმა ირანელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცა.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც საუდის არაბეთში ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით შიიტი სასულიერო პირი სიკვდილით დასაჯეს.

მომხდარი ირანში გააპროტესტეს და საუდის არაბეთის საელჩოში შეიჭრნენ. ოფიციალურმა ელ რიადმა კი ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

შიიტი კლერიკის სიკვდილით დასჯა, ირანის გარდა, ბაჰრეინსა და თურქეთში გააპროტესტეს.

საუდის არაბეთსა და ირანს შორის ურთიერთობების გაუარესებას შეერთებული შტატები გამოეხმაურა და ორივე ქვეყანას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

დღის ამბები