08 ოქტომბერი 2024,   10:44
ვრცლად
მაზარი შარიფში სპეცოპერაცია მიმდინარეობს - შეიარაღებულმა პირებმა ინდოეთის საკონსულოში შეჭრა სცადეს

ავღანეთის ქალაქ მაზარი შარიფში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. გვიან ღამით შეიარაღებულმა პირებმა ინდოეთის საკონსულოში შეჭრა სცადეს, მაგრამ გეგმა ვერ განახორციელეს და დიპლომატიური უწყების გვერდით მდებარე შენობა დაიკავეს.

სამართალდამცველებმა დღეს დილით ალყაში მოაქციეს ამბოხებულები და შტურმის დასაწყებად ემზადებიან.

გავრცელებული ცნობით, სროლის შედეგად ერთი ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა. საკონსულოს თანამშრომლები კი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

წუხანდელ თავდასხმას წინ უძღოდა შეტაკება ინდოეთის სამხედრო ავიაბაზაზე, რომელსაც შაბათს ასევე შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. ბრძოლა ბაზაზე დღესაც გრძელდება.

დღის ამბები