08 ოქტომბერი 2024,   10:46
ვრცლად
ისლამური სახელმწიფო ახალ ვიდეორგოლს აქვეყნებს - მასალაში 5 ადამიანის სიკვდილით დასჯაა ასახული

დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ ახალი ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელშიც 5 ადამიანის სიკვდილით დასჯაა ასახული. მებრძოლები მათ დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ.

10-წუთიან ჩანაწერში ფიგურირებს ისლამური სახელმწიფოს წევრი მოზარდიც, რომელიც ბრიტანული აქცენტით საუბრობს.

ვიდეო რგოლში რადიკალები დიდ ბრიტანეთში თავდასხმების მოწყობით იმუქრებიან და ქვეყნის პრემიერმინისტრს მიმართავენ. ისინი დეივიდ კამერონს "თეთრი სახლის მონად" და "ჭკუასუსტად" მოიხსენიებენ.

ვიდეომასალას უკვე სწავლობენ სპეცსამსახურები.

დღის ამბები