08 ოქტომბერი 2024,   10:36
ვრცლად
facebook-ის დამფუძნებელი ხელოვნური ინტელექტით კომპიუტერული სისტემის შექმნას აპირებს

მარკ ცუკერბერგის ახალი გეგმა - facebook-ის დამფუძნებელი აპირებს, შექმნას კომპიუტერული სისტემა ხელოვნური ინტელექტით, რომელიც მას საოჯახო საქმეებში დაეხმარება.

მილიარდერი აცხადებს, რომ ამ სფეროში უკვე არსებობს შესაბამისი ტექნოლოგიები, რომლებსაც საკუთარი ხმის ამოსაცნობად განავითარებს და დაეხმარება მას, სახლში სინათლე, მუსიკა და ტემპერატურა აკონტროლოს.

ახალ მოწყობილობას ასევე ექნება შესაძლებლობა, კართან მისული სტუმრების ვინაობაც გაარკვიოს.

რობოტის შექმნას ცუკერბერგი წლის ბოლომდე აპირებს და ის ჰოლოვუდური ბლოკბასტერის რკინის კაცი ერთ-ერთი გმირის მსგავსი იქნება.

დღის ამბები