08 ოქტომბერი 2024,   10:45
ვრცლად
ქაბულის საერთაშორისო აეროპორტთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა

ავღანეთში, ქაბულის საერთაშორისო აეროპორტთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.

ინფორმაცია დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ავღანეთის ოფიციალური სტრუქტურები აცხადებენ, რომ თვითმკვლელის სამიზნე უცხოელები იყვნენ, რომლებიც იმ მომენტში აეროპორტის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დღის ამბები