09 ივლისი 2026,   12:38
ვრცლად
უამრავი კითხვა მაქვს იმ ადამიანებთან, ვინც რეფორმატორთა საბჭოში უნდა იყვნენ, მათ შორის, ნანუკასთანაც - ანა წითლიძე

"ნაციონალურ მოძრაობაში", მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომელიც ახალი მმართველობითი ორგანოს შექმნას გულისხმობს, პარტიის წევრებს შორის განსხვავებული მოსაზრებები მოჰყვა. ნანუკა ჟორჟოლიანის აღმასრულებელი მდივნის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით გუნდში გარკვეული კითხვები არსებობს.

დაგეგმილ ცვლილებებსა და პარტიაში არსებულ განწყობებზე განცხადება პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ანა წითლიძემ გააკეთა.

"თავმჯდომარე ეყოლება თუ არ ეყოლება, ეს დათქმა საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის", რეალური მმართველობითი ორგანო იქნება ეს, რომელიც განსაზღვრავს პარტიის ყოველდღიურ საქმიანობას. პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს შორის არის არაერთგვაროვანი რეაქცია. მათ შორის, მე ვარ ადამიანი, რომელსაც უამრავი კითხვა მაქვს, უამრავი პოზიცია მაქვს, მათ შორის იმ ადამიანებთან, ვინც რეფორმატორთა საბჭოში უნდა იყვნენ, მათ შორის, ნანუკასთანაც," - განაცხადა ანა წითლიძემ.

დღის ამბები