09 ივლისი 2026,   10:20
ვრცლად
ისინი არიან თვითლიკვიდაციის ფინალურ სტადიაზე - თორნიკე ჭეიშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" შექმნილ ვითარებაზე

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებს, შიდა დაპირისპირებასა და ახალი მმართველობითი ორგანოს ფორმირებას, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ტრაგიკომედიურად აფასებენ.

ოპოზიციურ პარტიაში არსებულ ვითარებაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ისაუბრა.

"ეს არის ერთ-ერთი ტრაგიკომედიური ეპიზოდი, რომელიც მეტყველებს ძალიან მკაფიოდ ერთ რამეზე, რომ ისინი არიან თვითლიკვიდაციის ფინალურ სტადიაზე და უკვე აბსოლუტურად გაუაზრებლად, მათ შორის, ერთმანეთთან მიმართებით, ცდილობენ, რომ გაარკვიონ ურთიერთობები იმ ფორმებით, რომელიც არის ზოგადად მიუღებელი საზოგადოებისთვის," - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

დღის ამბები