20 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისთვის დაწესებული შეღავათები ძალაში შევიდა

მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისთვის დაწესებული შეღავათები ძალაში შევიდა.

იანვრიდან ამოქმედებული კანონის მიხედვით, მაღალმთიანი სოფლების ნაწილს, რომელიც ზღვის დონიდან 800 მეტრიდან ზევით მდებარეობს, სოციალური და საგადასახადო შეღავათი დაუწესდა.

დახმარების მიღებას სულ 1 580-ზე მეტი სოფლის მცხოვრებლები შეძლებენ. კანონის მიხედვით, ოჯახები იანვრიდან პირველ და მეორე შვილზე ერთი წლის განმავლობაში 100, შემდეგ შვილებზე 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

მაღალმთიანი სოფლის მცხოვრების სტატუსს მიიღებს ყველა, ვინც ასეთ სოფლებში 9 თვეზე მეტია ცხოვრობს. ახალი პირებისთვის მისი მინიჭება სოფელში გადასვლიდან 9 თვეში მოხდება. დანამატებს მიიღებენ პედაგოგები, ექთნები ყოველთვიურად 180 ლარით, ხოლო ექიმები, 360 ლარით მეტ ხელფასს აიღებენ. სექტემბრიდან 20%-ით უნდა გაიზარდოს მაღალმთიანი სტატუსის სოფელში მცხოვრები პენსიონერის პენსიაც.

მმართველ გუნდში ახალ კანონს ოპტიმისტურად აფასებენ, ოპოზიცია კი კორუფციულ რისკებზე საუბრობს, რადგან ახალ პირებზე სტატუსის მინიჭებას ადგილობრივი ხელისუფლება განახორციელებს.

ავტორები: ანი წერეთელი, იზო ჩუბინიძე, ზვიად იგრიაშვილი, დავით ჯაყელი. 

 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები