15 ივლისი 2026,   23:16
ვრცლად
ტრამპი ირანზე: ჩვენ მათ ძალიან ძლიერ დარტყმას მივაყენებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, შეთანხმების მიუღწევლობის გამო ირანი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათ ძალიან ძლიერ დარტყმას მიაყენებენ. ინფომაციას CNN-ი ავრცელებს. 

"გუშინ ღამით ჩვენ მათ ძალიან ძლიერი დარტყმა მივაყენეთ. ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი დრონებს უშვებენ, ჩვენ მათ ძალიან ძლიერად ვურტყამთ. მაგრამ ჩვენ გვქონდა შეთანხმება - ის დაიდო და შემდეგ მათ ის დაარღვიეს. ისინი ყოველთვის არღვევენ მას. ჩვენ ამ ადამიანებთან 10 შეთანხმება გვქონდა, ამიტომ, ჩვენ უბრალოდ ვაპირებთ მათ ძალიან ძლიერად დავარტყათ", - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე თქვა, რომ თავდასხმების განახლების გარდა, შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტის "მცველები“ ​​გახდებიან.

"ახლა ჩვენ დავიცავთ მას და ამისთვის საფასურს ჩვენ გადაგვიხდიან“, - თქვა ტრამპმა.

ტრამპის განმარტებით, ის ჰორმუზის სრუტის დაცვისთვის ანაზღაურებას ელის, რადგან ამისთვის ამერიკელები საფრთხეში იყვნენ.

"ჩვენ უბრალოდ გვინდა კომპენსაცია მივიღოთ ამ ყველაფრისთვის, ჩვენი ხალხის საფრთხეში ჩაგდებისთვის," - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

დღის ამბები