14 ივლისი 2026,   17:07
ვრცლად
ბათუმში საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრი შენდება, სადაც მოხუცთა და შშმ პირთა თავშესაფარი განთავსდება

ბათუმში საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრი შენდება. მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულა პრემიერმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჩადეს.

11 500-ს კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება მოხუცთა და შშმ პირთა თავშესაფარი. ცენტრს შეეძლება 24-საათიანი მომსახურებით 150 ბინადარი მიიღოს.

ასევე, მოეწყობა დღის ცენტრი მოხუცებისთვის და სკოლამდელი აღზრდის ცენტრი ინკლუზიური სწავლების ჯგუფით.

 

ავტორი: ია გოლიაძე

დღის ამბები