14 ივლისი 2026,   21:42
ვრცლად
სიტყვა იქცა საქმედ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის მშენებლობა იწყება - ზურაბ პატარაძე საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ცენტრ "ბეთლემზე"

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ბათუმში საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრის შესახებ საუბრობს, რომლის მშენებლობას ოფიციალურად საფუძველი დღეს ჩაეყარა.

"ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ბევრჯერ ნაფიქრი, დიდი შრომა ჩადებული, მომზადებული პროექტი იქცა რეალობად. იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის მშენებლობა, რასაც ჰქვია საქველმოქმედო, ძალიან დიდი პროექტი, რომელიც მოემსახურება ჩვენს რეგიონს. სიტყვა იქცა საქმედ და დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით ამ პროექტის დაწყებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შშმ ბავშვებსაც ექნებათ შესაძლებლობა აქ ისწავლონ, აქ მიიღონ შესაბამისი სერვისები, იყოს კარგი გარემო და სრულად ადაპტირებული," - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ცნობისთვის, ბათუმში საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრი შენდება. მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულა პრემიერმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჩადეს. 11 500-ს კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება მოხუცთა და შშმ პირთა თავშესაფარი. ცენტრს შეეძლება 24-საათიანი მომსახურებით 150 ბინადარი მიიღოს. ასევე, მოეწყობა დღის ცენტრი მოხუცებისთვის და სკოლამდელი აღზრდის ცენტრი ინკლუზიური სწავლების ჯგუფით.

 

დღის ამბები