დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო, დასავლეთ საქართველოში სამეგრელოს, გურიის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია.
ამ ეტაპზე ელექტროენერგიის გარეშე მხოლოდ 15 ათასი აბონენტია დარჩენილი.
ენერგო-პრო ჯორჯია 24 საათიან საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ეტაპობრივად ხდება დაზიანებული უბნების აღდგენა.
სამტრედიასა და ზუგდიდში, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ.
ილია ელოშვილი გაეცნო მაღალმთიან გურიასა და აჭარაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც.
„400 ბრიგადა, მთელი საქართველოს მასშტაბით მობილიზებულია. ენერგო-პროს თანამშრომლები და სხვა კომპანიებიც ეხმარებიან. ვმუშაობთ კოორდინირებულად, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საგზაო დეპარტამენტთან. ჩვენ იმედი გაქვს, რომ უახლოეს დღეებში სიტუაცია გამოსწორდება,“ - განაცხადა ილია ელოშვილმა.