საფრანგეთისა და ესპანეთის გულშემატკივართა ნაწილი, ღამით პირველი რესპუბლიკის მოედანზე მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების საჯარო ჩვენებას დაესწრო. ფეხბურთის მოყვარულები სპეციალურად მოწყობილ ფან-ზონაში, აღმართულ დიდ ეკრანზე დღესაც შეიკრიბებიან - ამჯერად არგენტინა-ინგლისის მატჩის სანახავად. კულმინაცია კი 19 ივლისს იქნება.
"რუსთავი 2-ისა" და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტი "საჯარო ჩვენების" პარალელურად, რესპუბლიკის მოედანზე ითვალისწინებს არაერთ ღონისძიებას - ადგილზე მოწყობილია სხვადასხვა სივრცეები, ეწყობა დისკუსიები ქართული ფეხბურთის ლეგენდებთან, გაკეთებულია ბავშვების ზონა.
საფეხბურთო წვეულება ყოველდღე თამაშების დაწყებამდე 4 საათით ადრე იხსნება.