15 ივლისი 2026,   22:27
ვრცლად
კასპის კოლეჯში განათლების მინისტრის ხელმძღვანელობით, პროფესიული სასწავლებლების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

კასპის კოლეჯში განათლების მინისტრის ხელმძღვანელობით, პროფესიული სასწავლებლების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გეგმები, არსებული გამოწვევები და კოლეჯების განვითარებისთვის საჭირო რესურსები განიხილეს.

გივი მიქანაძემ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მსგავსი სამუშაო შეხვედრები უწყების ხელმძღვანელის ინიციატივით, რეგულარულად ტარდება.

"გვქონდა საუბარი იმ საკითხებზე, რომელიც აქტუალურია როგორც საკანონმდებლო ცვლილებების, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. ეს შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება, გამომდინარე იქიდან, რომ მათი აქტუალობა და მნიშვნელობა საკმაოდ დიდია, რაც იძლევა საშუალებას, რომ კოორდინირებულად, კონკრეტულ საკითხებზე კონცენტრირებით, ჩვენ შევძლოთ ერთობლივად გადავწყვიტოთ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც თითოეული კოლეჯი დგას, იმისთვის, რომ მათი ეფექტიანობა და მათი საქმიანობა კიდევ უფრო პროდუქტიული და უფრო მეტ შედეგზე იყოს ორიენტირებული," - აცხადებს გივი მიქანაძე. 

 

 

 

დღის ამბები