15 ივლისი 2026,   20:47
ვრცლად
სიძულვილის ენის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გრძელდება - ქვეყნის მასშტაბით, საერთო სასამართლოებმა კიდევ რამდენიმე პირის საქმე განიხილეს

სიძულვილის ენის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გრძელდება. ქვეყნის მასშტაბით, დღეს, საერთო სასამართლოებმა კიდევ რამდენიმე პირის საქმე განიხილეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა მოქალაქე დავით გამცემლიძეს, რომელმაც ჩადენილი სამართალდარღვევა აღიარა და მოინანია. ქუთაისის სასამართლოსგან სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო ალექსანდრე ფხაკაძემაც, რომელმაც სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა, მომღერალ ნუცა ბუზალაძის მიმართ გამოიყენა.

დღესვე, ქუთაისის სასამართლომ 1 500 ლარით დააჯარიმა მოქალაქე მალხაზ ვეშაპური. მან საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი კომენტარით დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი მოიხსენია. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი, სოციალური ქსელის მომხმარებელი პაატა ჭელიძე დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის შეურაცხყოფისთვის 4 000 ლარით დააჯარიმა.

დღის ამბები