15 ივლისი 2026,   22:34
ვრცლად
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვევა

16 ივლისს, საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვევა.

თურქმენეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში 11:30 საათზე გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილია თურქმენეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან. ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონულ დღის წესრიგს განიხილავენ.

დღის ამბები