15 ივლისი 2026,   18:41
ვრცლად
თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიის ზონაში სამუშაოები გრძელდება

თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიის ზონაში სამუშაოები გრძელდება. სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს როგორც ქალაქში, ასევე მიმდებარე სოფლებში.

ამ ეტაპზე იწმინდება თელავში სეხნიაშვილის ქუჩის ნაწილი, სადაც ცოცხალი ძალა რჩება. მოხალისეთა ჯგუფები მრავალსართულიანი კორპუსების ეზოებს და სარდაფებს ალაგებენ.

რაც შეეხება იმ სოფლებს რომლებსაც წყალი არ მიეწოდებათ, მუნიციპალიტეტი სპეცმანქანით მოსახლეობის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სრულად აღდგენილია ბუნებრივი აირი და ელექტრო ენერგია.

დღის ამბები