16 ივლისი 2026,   09:38
ვრცლად
პირდაპირი ფრენა შანხაისა და თბილისს შორის უზრუნველყოფს არა მხოლოდ მეტი ტურისტის ჩამოსვლას ჩინეთის უმდიდრესი ნაწილიდან, არამედ მეტ ბიზნესმენს, მეტ ინვესტიციას ჩინეთიდან საქართველოში - ჩინეთის ელჩი საქართველოში

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ჭოუ ციენის განცხადებით, თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება საქართველოში მეტი ჩინელი ტურისტის, ბიზნესმენისა და ინვესტიციის შემოსვლას უზრუნველყოფს.

ელჩი აღნიშნულ მოვლენას ორ ქვეყანას შორის გაფორმებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაჩინო შედეგად აფასებს.

"ეს მოვლენა არის თვალსაჩინო დასტური იმ შედეგისა, რაც გასული თვის დასაწყისში ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას მოჰყვა. შანხაი არა მარტო ჩინეთის ეკონომიკური და ფინანსური ცენტრია, არამედ ქვეყნის ყველაზე მდიდარ რეგიონში მდებარეობს, ამიტომ მჯერა, რომ პირდაპირი ფრენა შანხაისა და თბილისს შორის უზრუნველყოფს არა მხოლოდ მეტი ტურისტის ჩამოსვლას ჩინეთის უმდიდრესი ნაწილიდან, არამედ მეტ ბიზნესმენს, მეტ ინვესტიციას ჩინეთიდან საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს ასევე შესანიშნავი შესაძლებლობაა ქართველი ხალხისთვის, რათა ესტუმრონ ჩინეთის ულამაზეს კუთხეს", - განაცხადა ჭოუ ციენიმ.

დღის ამბები