მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი გულშემატკივართა ნაწილმა თბილისის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე ნახა. განსაკუთრებით კმაყოფილი არგენტინის ფანები იყვნენ.
"რუსთავი 2"-სა და თბილისის მერიის ორგანიზებით მოწყობილ სივრცეში დიდი ეკრანის გარდა მოქმედებს ფან ზონები, კვების სივრცეები, სხვადასხვა გასართობი ობიექტები. შეგახსენებთ, საფეხბურთო ქალაქი თბილისის ცენტრში მუნდიალის ყოველი მატჩის დაწყებამდე 4 საათით ადრე იხსნება.