16 ივლისი 2026,   10:18
ვრცლად
არგენტინა ფინალშია – მესის ორი საგოლე გადაცემით ინგლისი დამარცხდა

არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია. დრამატულ ნახევარფინალში გუნდმა ინგლისი 2:1 დაამარცხა. პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, ინგლისელები 54-ე წუთზე დაწინაურდნენ, თუმცა არგენტინამ 85-ე წუთზე ანგარიში ჯერ გაათანაბრა, მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი გამარჯვება მოიპოვა. ორივე საგოლე გადაცემა ლიონელ მესის ანგარიშზეა.

არგენტინა ზედიზედ მეორედ ითამაშებს ფინალში. 19 ივლისს ის ესპანეთს დაუპირისპირდება, წინა დღეს კი ინგლისი მესამე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება.

დღის ამბები