ე.წ. კარვების ქალაქის ტერიტორიაზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ყინვების პირობებეში, ორი ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაცია გუშინ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ადგილზე დარჩენილი ადამიანების ბედით კურიერი დაინტერესდა.
სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა განცხადება გააკეთა და განმარტა, რომ გარდაცვლილთაგან ბენეფიციარი მხოლოდ ერთი იყო და თავშერსაფარში გადასვლაზე უარი საკუთარი ნებით თქვა.
ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს განმარტება სამგორის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა გააკეთა, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა.
ე.წ. კარვების ქალაქის ტერიტორიაზე ორი ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას დეპუტატი ლია ჯახველაძე ადასტურებს.
მისი თქმით, შესაბამისი სამსახურების მხრიდან ამ ტერიტორიაზე დარჩენილი ადამიანების მიმართ ყურადღების გამოჩენაა საჭირო.
მისივე განმარტებით, მას კურიერში რეპორტაჟის გასვლამდე გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
შსს-ში ასევე დაადასტურეს მომხდარი ფაქტი. თუმცა, აცხადებენ, რომ მათი გარდაცვალების მიზეზი გაყინვა არ ყოფილა და, შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის.