სამცხე-ჯავახეთის ტყეებში, მავნებლების წინააღმდეგ სანიტარიული ჭრები მიმდინარეობს. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით დაწყებული პროცესის მიზანი, მბეჭდავი ქერქიჭამიას გავრცელების შეზღუდვა და დაზიანებული ხეების დროული გატანაა.
პარალელურად, ფერომონიანი მწერ-საჭერებით მონიტორინგის შედეგად, სპეციალისტებმა 140 ათასამდე მავნებელი უკვე გაანადგურეს.