20 სექტემბერი 2026,   18:25
ვრცლად
ჯერ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ჩვენი შვილები ამ მტკივნეული ფრაზით მოიხსენია, ახლა პირად შეტყობინებებში გვაყენებს შეურაცხყოფას - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის მშობელი "ნაცმოძრაობის" აქტივისტის პოსტზე

საზოგადოების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობა" ამ დრომდე არ გმობს, მათი აქტივისტის დისკრიმინაციულ პოსტს, რომლითაც დარინა მიქელაძემ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს დასცინა.

"მაინტერესებს, ის ჯუჯა ბავშვები გაიზარდნენ ბოლოს?" - დაწერა მიქელაძემ სოციალურ ქსელში.

ამ არაეთიკური განცხადებით მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივარმა ის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფომ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს მედიკამენტები დაუფინანსა.

მომხდარს საზოგადოებისა და აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების ოჯახების მკაცრი რეაქცია მოჰყვა. ამბობენ, რომ მსგავსი ტერმინოლოგია ბავშვების ღირსებას ლახავს, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა წამალმა კი, მათი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

"გუშინდელი ამბის მერე, ძალიან განერვიულებულები ვართ თითოეული მშობელი. არ ვიცი, ვერ ვხვდები, რა უნდა ამ ადამიანს. არის ძალიან გაბოროტებული.

ჯერ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ჩვენი შვილები მოიხსენია ამ მტკივნეული ფრაზით. ახლა გვებრძვის, არ ჩერდება, პირად შეტყობინებებში გვაყენებს შეურაცხყოფას.

ჩვენს შვილებს აქვთ არაჩვეულებრივი შედეგი. თითოეულ ბავშვს, არ არსებობს არცერთი პაციენტი, რომელმაც საუკეთესო მაჩვენებელი არ აჩვენა, როგორც ზრდის, ასევე ჯანმრთელობის გაუმჯობესების მხრივ", - განაცხადა მაია ბეგიაშვილმა.

 

დღის ამბები