21 ივლისი 2026,   02:20
ვრცლად
ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 33 კი დაშავდა, მათ შორის ხუთი ბავშვი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, იერიშებმა სერიოზულად დააზიანა ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, ასევე, მაღალსართულიანი შენობის ნაწილი.

მედიის ცნობით, დარტყმა მართვადი საჰაერო ბომბებით განხორციელდა და კერძო სექტორიც დააზიანა. ერთ-ერთ ლოგისტიკურ ტერმინალში ხანძარი გაჩნდა.

დღის ამბები