ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული დაპირისპირება მწვავდება. გასულ ღამეს, შეერთებულმა შტატებმა ირანის ტერიტორიის სიღრმეში და ჰორმუზის სრუტის სანაპირო ზოლის გასწვრივ იერიშების სერია განახორციელა. ცენტრალური სარდლობის ცნობით, დარტყმები ირანის სამხედრო ცენტრებზე, საჰაერო თავდაცვას და სარაკეტო ბაზებზე განხორციელდა.
საპასუხოდ, ირანი სარაკეტო დარტყმებს ახორციელებს იორდანიაში, ქუვეითსა და ბაჰრეინში განთავსებულ ამერიკულ ბაზებსა და ენერგეტიკულ ობიექტებზე.
პარალელურად, კრიზისია ჰორმუზის სრუტეში. ირანმა ორი ნავთობტანკერი დააკავა, რის გამოც საზღვაო მიმოსვლა ფაქტობრივად შეჩერებულია.