საშობაო ალილოსთვის სოფელ მეტეხში კამეჩები უკვე გაამზადეს, ხვალ დილიდან 7 კამეჩს თბილისში ჩამოიყვანენ და სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღებენ მონაწილეობას.
ტრადიცია უკვე 18 წელია სრულდება და კასპიდან კამეჩები საგანგებოდ ჩამოყავთ. პარალელურად შობისთვის მზადება მიმდინარეობს სამების ახალგაზრდულ ცენტრშიც.