საქართველოს ირანული გაზის შემოსვლის შემთხვევაში ფინასური ვადებულებები გაზპრომთან ექნება-აცხადებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე.
ქართული მხარე ირანთან აქტიურ მოლაპარაკებას დღეს უაყოფს, თუმცა სამომავლოდ არ გამორიცხავს. კითხვები თბილისში მას შემედეგ გაჩნდა, რაც ირანულმა პრესამ დაწერა, რომ მოლაპარკებების პროცესში საუბარია სავარაუდოდ დღეში 15 მილიონ კუბურ მეტრ გაზზე, რომელასც საქართველო სომხეთის გავლით მიიღებს.
პარალელურად SOCAR–ი მზადაა, საქართველოს გაზრდილი მოცულობის კომერციული გაზი მიაწოდოს.
ოპოზიცია და ექსპერტთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ რეალურად ამ სქემით საქართველოში არა ირანული, არამედ რუსული გაზი შემოვა.
ხელისუფლებას გაზპრომისგან თავის შორს დაჭერას ურჩევენ თავისუფალი დემოკრატები.
გიორგი რუხაძის აზრით, კი ეს კომერციულზე მეტად პოლიტიკური საკითხია და საქართველოსთვის გეოპოლიტკურ არჩევანს ნიშნავს.
დღეს მინისტრთა კაბინეტის და უმრავლესობის წევრებმა ირანთან კონკრეტული მოლაპარაკებები არსებობა ამ ეტპზე საერთოდ გამორიცხეს.
ავტორები: სოფო ზურაბიანი, თაკო სურგულაძე, თეა ვაშალომიძე, რამაზ უთრუგაშვილი.