22 ივლისი 2026,   22:11
ვრცლად
რუსთაველზე მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება - თბილისის მთავარი გამზირი დღეს, ღამის 12:00 საათიდან ყველანაირი ტრანსპორტისთვის იკეტება

თბილისის მთავარი გამზირი დღეს, ღამის 12:00 საათიდან ყველანაირი ტრანსპორტისთვის იკეტება. რუსთაველზე მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება.

მოძრაობა შეიზღუდება ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთში, ასევე კოსტავას ქუჩის ნაწილზე. 2 კილომეტრის მანძილზე სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, სადენები მიწის ქვეშ გადავა, დაიგება ახალი ასფალტი, მოეწყობა ქვეითთა გადასასვლელები.

სამუშაოები ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

დღის ამბები