20 ნოემბერი 2024,   08:19
ვრცლად
ესპანეთში მოკლული ქართველების შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსულო არ ფლობს

ესპანეთში მოკლული ქართველების შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსულო არ ფლობს. დიპლომატიურ წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ამის შესახებ მედიისგან შეიტყვეს.

31 და 46 წლის მამაკაცები ბარსელონასთან მდებარე ქალაქ ტერასაში მოკლეს. მათ ცეცხლსასროლი იარაღით ტყვია თავში აქვთ მოხვედრილი.

ცნობილია, რომ ბინაში, სადაც შემთხვევა მოხდა, კიდევ 3 ქართველი იმყოფებოდა, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს. ამ დროისთვის სამივე მათგანი დაკავებულია.

სამართალდამცველები დამნაშავეს ეძებენ, რომელმაც მიმალვა მოახერხა. 

დღის ამბები