მიხეილ სააკაშვილის პოსტს სოციალურ ქსელში, სადაც ექსპრეზიდენტი ონისე ოქრიაშვილს საჯარო მხარდაჭერას უცხადებს, შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი ძალადობის წახალისებაზე უსვამს ხაზს.
"ფსევდოლიბერალური, გარედან დაფინანსებული და საქართველოს ნომერ პირველი აგენტის მიერ გაჟღერებული ფრაზები, გაჟღერებული ლაიტმოტივი, რომელიც პირდაპირ წამახალისებელია ძალადობის, ებრძვიან ავტორიტეტებს, ებრძვიან მორალურ ღირებულებებს, ეკლესიას, საპატრიარქოს, ყველაფერ იმას, რაც წარმოადგენს ქართულის შემადგენელ ნაწილს. ამ შემთხვევაში, სწორედ აგენტი სააკაშვილის მიერ გაჟღერებული ეს ფსევდოლიბერალური და სინამდვილეში ნეონაცისტური მიმართულება პირდაპირ ასახავს იმ იდეოლოგიურ სიბნელეს, რაშიც იმყოფებიან ფსევდო ლიბერალები, სააკაშვილის ხელმძღვანელობით. სააკაშვილი, როგორც ნომერ პირველი აგენტი, გარედან მიღებული დავალებების შემსრულებელი და მის მიერ წახალისებული ძალადობა - ეს არის დღევანდელი რადიკალიზმის და აგენტურული ოპოზიციის სახე საქართველოში," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.